სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ მხარდაჭერა გაიზარდა
სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ მხარდაჭერა გაიზარდა.
„ოფინიონვეის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „ეროვნულ გაერთიანებას“ ამომრჩევლების 37 პროცენტი უჭერს მხარს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ალიანსს კი – 20 პროცენტი.
გამოკითხვების მიხედვით, 28 პროცენტით მეორე ადგილზეა მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, რომელშიც შედიან ჟან-ლუკ მელენშონის მიერ დაარსებული „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ (LFI), „სოციალისტური პარტია“ (PS), „კომუნისტური პარტია“ (PCF), „ევროპის ეკოლოგები“ (EELV) და რადიკალური „ახალი ანტიკაპიტალისტური პარტია“ (NPA).