სოციოლოგიური გამოკითხვებით, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბერნი სანდერსი ლიდერობს
სოციოლოგიური გამოკითხვებით, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბერნი სანდერსი ლიდერობს.
„ვაშინგტონ პოსტის“ და „ეიბისი ნიუსის“ ჩატარებული გამოკითხვებით, ვერმონტის შტატის სენატორს, 32 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კი 16 პროცენტი უჭერს მხარს.
ნიუ-იორკის ყოფილ მერს, მაიკლ ბლუმბერგს ამომრჩეველთა 14 პროცენტი ენდობა, ელიზაბეტ უორენს 11 პროცენტი, პიტერ ბუტიჯეჯს 7 პროცენტი, ემი კლობუჩარს კი 6 პროცენტი.
„დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერებში კიდევ ერთი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეს „როიტერმა“ და „იფსოსმა“, რომლის მიხედვით, ბერნი სანდერსს 25 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ბლუმბერგს კი 17 პროცენტიანი. ჯო ბაიდენმა 13 პროცენტი მიიღო.