სოციალური მუშაობის სისტემის რეფორმის ფარგლებში სოციალურმა მუშაკებმა ტრენინგი გაიარეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 200-მდე სოციალურ მუშაკთან შეხვედრა გაიმართა, რომლებსაც სპეციალური ტრენინგ-კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
სოციალურმა მუშაკებმა ახალი კანონის გაცნობის მიზნით, სპეციალური სამართლებრივი ტრენინგი გაიარეს.
სოციალური მუშაობის სისტემის რეფორმის ფარგლებში განისაზღვრა სოციალური მუშაკების სამართლებრივი სტატუსი, უფლებები, მოვალეობები და სოციალური გარანტიები.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სოციალური მუშაკების მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების საქმიანობის გაძლიერება ქვეყანაში.
შეხვედრაზე ასევე ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მომზადდა.