კომპანია MetroPoll – ის მიერ ჩატარებული სოციალური კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი მზადაა, არჩევნებში ხმა მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მისცეს. ინფორმაციას Reuters – ი ავრცელებს.
გამოკითხულთა 54 პროცენტი მზადაა რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პარტიას და მის პარტნიორ ეროვნულ მოძრაობას დაუჭიროს მხარი. მხოლოდ ერდოღანის პარტიას კი მხარს გამოკითხულთა 48 პროცენტი უჭერს.
კვლევის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრის შანსი კიდევ სამ პარტიას აქვს. მთავარ ოპოზიციურ ძალას სახალხო -რესპუბლიკურ პარტიას კი გამოკითხულთა 21 პროცენტი უჭერს მხარს.
გამოკითხვა 13 -დან 20 აპრილამდე, თურქეთის 28 პროვინციაში ჩატარდა.
შეგახსენებთ, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ 18 აპრილს განაცხადა.
არჩევნები თურქეთში 24 ივნისს ჩატარდება.