სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, სააღდგომო წირვაზე მედიის წარმომადგენლების დასწრება გარკვეულწილად შეიზღუდება
საპატრიარქოს ცნობით, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, სააღდგომო წირვაზე მედიის წარმომადგენლების დასწრება გარკვეულწილად შეიზღუდება.
„წმ. სამების საკათედრო ტაძარში სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, სააღდგომო წირვაზე მედიის წარმომადგენლების დასწრება გარკვეულწილად შეიზღუდება.
წირვა გადაიცემა პირდაპირი ეთერით, რაც ყველას აძლევს საშუალებას, თვალ-ყური ადევნოს სადღესასწაულო მსახურებას“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
სააღდგომო ლიტურგიის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.