სოციალურად დაუცველები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს.
მისივე თქმით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100). სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება.
მედიკამენტის უფასოდ მიღებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან შეძლებენ.