სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მინსკში, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების ძალებმა საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მინსკში, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების ძალებმა საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
გავრცელებული კადრების მიხედვით, ფორმაში გამოწყობილი პირები მოქალაქეებს მისდევენ და ცეცხლს ხსნიან.
თვითმხილველთა განცხადებით, მცხოვრებლები აივნებიდან აქციის მონაწილეთა მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებდნენ, რა დროსაც მათ ფორმიანმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.