სოციალურ ქსელებში გავრცელებულ გალაკტიონის ძეგლის ფოტოზე „აქსის თაუერსი“ განმარტებას აკეთებს
„აქსის თაუერსის“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე გალაკტიონის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაა დაფიქსირებული, განმარტებას აკეთებს. კომპანია პროექტის ფოტოსაც ავრცელებს.
„ფოტო გადაღებულია ისეთი რაკურსით, სადაც ჩანს გალაკტიონ ტაბიძის ძეგლის უკან არსებული სამშენებლო მოედნის ღობე. მოქალაქეების უმეტესობამ აღნიშნული აღიქვა ძეგლის შეფუთვის ნაწილად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მშენებლობის რეალურ სურათს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული live კამერის საშუალებით: www.axistowers.ge/#live
აქვე, შეგიძლიათ გაეცნოთ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის პროექტს, რაც მოგცემთ საშუალებას წარმოიდგინოთ, თუ რა იერსახეს მიიღებს აღნიშნული ტერიტორია 2018 წლის შემოდგომაზე“, – აცხადებენ კომპანიაში.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო ინტერნეტმომხმარებლებში კრიტიკის საგნად იქცა.