სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც აშშ-ის სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელი ჯგუფს მოუწოდებს, აქციის მონაწილეები არ მოკლან, მათზე მხოლოდ ძალა გამოიყენონ
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც აშშ-ის სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელი ჯგუფს მოუწოდებს, აქციის მონაწილეები არ მოკლან, მათზე მხოლოდ ძალა გამოიყენონ

„არ მოკლათ, უბრალოდ მაგრად დაარტყით“, – სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც აშშ-ის სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელი ჯგუფს მოუწოდებს, რომ პროტესტის მონაწილეები არ მოკლან და მათზე მხოლოდ ძლიერი ძალა გამოიყენონ. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

ვიდეო სოციალურ ქსელ „თვითერში“ ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. ვიდეოს მასშტაბური ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

გავრცელებულ ვიდეოს უკვე გამოეხმაურა ვაშინგტონის საპატრულო ოფისი.

„გავეცანით გავრცელებულ ვიდეოს და ბოდიშს ვიხდით ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელის სიტყვების გამო“, – განაცხადა ვაშინგტონის შტატის საპატრულო ოფისის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, კრის ლოფტისმა.

მან განმარტა, რომ სამხედრო პირი მისი ჯგუფის წევრებს ძალადობისკენ არ მოუწოდებდა და მათ უბრალოდ კონფრონტაციული სიტუაციისთვის ამზადებდა.