სოციალურ ქსელებში ერთსიტყვიანი პოსტების ტრენდს კახა კალაძეც შეუერთდა
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელებში ერთსიტყვიანი პოსტების ტრენდს შეუერთდა.
„Georgia“, – წერს თბილისის მერი „ტვიტერში“.
რამდენიმე დღეა, „ტვიტერში“ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კომპანიები ერთსიტყვიან პოსტებს აქვეყნებენ. ეს ტრენდი მატარებლის კომპანია Amtrak-ის მიერ „ტვიტერზე“ შეცდომით გამოქვეყნებულ ტვიტს მოჰყვა. კომპანია Amtrak-ის გვერდზე ერთსიტყვიანი პოსტი გაჩნდა – „მატარებლები“.