თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე „სოციალისტური საქართველოს“ წევრები იკრიბებიან. მათ ადგილზე საბჭოთა სიმბოლიკა აქვთ მიტანილი.
მათი თქმით, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აქციის გამართვას აპირებენ. მათივე განცხადებით, დღევანდელი დღე სახალხო დღესასწაულად სურთ, აქციონ.
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ამ დღეს ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ. ვეტერანების გარდა, ვაკის პარკში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებსაც ელოდებიან.