სოციალ-დემოკრატების რიგგარეშე ყრილობაზე დელეგატებმა მერკელის ბლოკთან კოალიციას მხარი დაუჭირეს
სოციალ-დემოკრატების რიგგარეშე ყრილობაზე დელეგატებმა მერკელის ბლოკთან კოალიციას მხარი დაუჭირეს

გერმანიაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე დელეგატებმა ანგელა მერკელის ბლოკთან კოალიციას მხარი დაუჭირეს.

ბონში გამართული შეკრების მონაწილე 600 დელეგატიდან, გერმანიის კანცლერის ბლოკთან ერთად ახალი მთავრობის ფორმირებას მხარი უმრავლესობამ – 342-მა დაუჭირა, 279 წინააღდმეგი იყო.
გერმანიაში სექტემბერში გამართული არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირება ვერ ხერხდებოდა. ანგელა მერკელის კონსერვატორებთან კოალიციის შექმნაზე თავდაპიველად უარი ლიბერალებმა თქვეს. ამის შემდეგ დაიწყო არაფორმალური კონსულტაციები სოციალ-დემოკრატებთან, რომელთა ლიდერი მარტინ შულცი არჩევნების შემდეგ პარტიის ოპოზიციაში წავსლაზე საუბრობდა.

რიგგარეშე ყრილობის მონაწილეთა თანხმობის შემდეგ, გერმანიაში მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პროცესი დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ მარტში ან აპრილის დასაწყისში უნდა დასრულდეს.