სნუკერის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა
სნუკერის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა

შეფილდში მიმდინარე სნუკერის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა.
ამ რაუნდის მთავარი დაპირისპირება ჯონ ჰიგინსსა და ჯად ტრამპს შორის შედგა. მეოთხედფინალის მსვლელობისას, ტრამპი იგებდა 7:3-ს, 10:8-ს და 11:9-ს, მაგრამ 12:13 დამარცხდა და ჰიგინსი ნახევარფინალში გაუშვა.
ახლა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და შარშანდელი ფინალისტი კირენ უილსონს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ბარი ჰოუკინსი მარკ უილიამსს დაუპირისპირდება.

1/4 ფინალი
ბარი ჰოუკინსი-დინ ჯუნჰუ 13:5
კაირენ უილსონი-მარკ ალენი 13:6
მარკ უილიამსი-ალისტერ კარტერი 13:8
ჯონ ჰიგინსი-ჯად ტრამპი 13:12.

1/2 ფინალი
ბარი ჰოუკინსი-მარკ უილიამსი
კაირენ უილსონი-ჯონ ჰიგინსი.

ნახევარფინალში ბრძოლა 18 ფრეიმის მოგებამდეა.