ყატარში სტადიონებს კონტეინერებისგან აშენებენ, რომლებსაც მუნდიალის შემდეგ დაშლიან
ყატარში სტადიონებს კონტეინერებისგან აშენებენ, რომლებსაც მუნდიალის შემდეგ დაშლიან

მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ყოველთვის შენდება ახალი სტადიონები, რომლებიც ტურნირის შემდეგ წამგებიანია. ყატარისთვის, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიიღებს, საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია. ქვეყანაში მხოლოდ 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც 40-50 ათასი ადამიანის ტევადობის სტადიონების რეგულარულად შესავსებად აშკარად არასაკმარისია.

ყატარის ხელისუფლებამ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო. გიგანტური სტადიონები კონტეინერებით აშენდება და თითქმის ყველა სტადიონზე, მსოფლიო თასის შემდეგ, ზედა იარუსი დაიშლება, ტევადობა შემცირდება და შენობა გადაიქცევა საავადმყოფოდ, სკოლად, მეჩეთად, ნაწილი უნივერსიტეტებს გადაეცემა.

სტადიონი „ედკეიშენ სიტი“ 40 ათასი ადგილიდან 20-მდე შემცირდება და გადაეცემა სტუდენტურ საზოგადოებას. „ალ-ჯანუბიც“ 40-დან 20 ათასამდე შემცირდება. დაცლილ ადგილს დაიკავებს მრავალფუნქციური აუზი და სპა-ცენტრი.

ყატარის ერთ-ერთი მთავარი სტადიონი „ალ-ბაიტი“ 60,000-იანი არენაა და ორ ნახევარფინალს უმასპინძლებს. ტურნირის დასრულების შემდეგ, ტევადობა 32 ათასამდე შემცირდება.

საინტერესოა, რომ იგივე რაციონალური მიდგომა მოახდენს გავლენას სასტუმროებზე: ყატარი ააშენებს ზუსტად იმდენ სასტუმროს, რამდენიც ქვეყანას სჭირდება მსოფლიო თასის შემდეგ. ზოგი გულშემატკივარი დროებითი კარვების ბანაკებში განთავსდება.

მსოფლიოში პირველი სტადიონი კი აბუ აბუდშია, რომელიც მთლიანად სატვირთო კონტეინერებისგან აშენდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ „რას აბუ აბუდის“ სტადიონს მთლიანად დაშლიან და სტადიონის ტერიტორია გადაიქცევა სანაპირო ზონად რომელიც გადაჰყურებს ყურეს და დოჰას ცნობილ ვესტ ბეი რაიონს. ხოლო ეს კონტეინერები აფრიკის ქვეყნებს გადაეცემა.

თანამედროვე არქიტექტურაში ხშირად გამოიყენება სატვირთო კონტეინერები: მათ იყენებენ მანსარდების, სასტუმროების ასაშენებლად. სხვათა შორის, რუსული გამოცემა „სპორტს.რუ“ აღნიშნავს, რომ ასეთი პირველი პრეცედენტი იყო საქართველოში, გუდაურში აშენებული სასტუმრო, ასევე ჩინეთში და დიდ ბრიტანეთში. ასეთ სტილში კინოთეატრებიც აუშენებიათ.

დატოვე კომენტარი