ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს #1TVSPORT
ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს #1TVSPORT

ჩრდილოეთ კორეაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მატჩები აღარ ჩაატაროს.

გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მანამდე ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზეც უარი განაცხადა და მაშინ მოტივად კორონავირუსის პანდემია დასახელდა.

ჩრდილოეთ კორეის ჯგუფში არიან: სამხრეთ კორეა, შრი ლანკა, თურქმენეთი და ლიბანი. ჯგუფში შექმნილ მდგომარეობაზე აზიის ფეხბურთის კონფედერაცია ფიფა-სთან კონსულტაციას გაივლის და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.