სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ნახევარფინალის ბოლო მონაწილეები გახდნენ ჯონ ჰიგინსი და ჯად ტრამპი. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ჰიგინსმა დაამარცხა ნილ რობერტსონი – 13:10. შოტლანდიელი კარიერაში მეათედ გავიდა ნახევარფინალში. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა ჯიმი უაიტს. უფრო მეტჯერ ოთხ საუკეთესოს შორის ყოფილან სტივ დევისი და რონი ო’სალივანი (11-ჯერ), აგრეთვე სტივენ ჰენდრი (12).
ნახევარფინალში ასევე არიან დევიდ გილბერტი და გარი უილსონი. დავამატებთ, რომ ტრამპი, გილბერტი და უილსონი არასოდეს ყოფილან ჩემპიონები. ჯადი თამაშობდა 2011 წლის ფინალში, სადაც ჰიგინსთან წააგო (15:18).
ნახევარფინალები 17 ფრეიმის მოგებამდე გრძელდება.
მსოფლიოს ჩემპიონატი 6 მაისს დასრულდება.
1/4 ფინალის შედეგები:
დევიდ გილბერტი (ინგლისი) – კირენ უილსონი (ინგლისი) 13:8
ჯონ ჰიგინსი (შოტლანდია) – ნილ რობერტსონი (ავსტრალია) 13:10
გარი უილსონი (ინგლისი) – ალი კარტერი (ინგლისი) 13:9
ჯად ტრამპი (ინგლისი) – სტივენ მაგუაირი (შოტლანდია) 13:6
1/2 ფინალში ხვდებიან:
დევიდ გილბერტი (ინგლისი) – ჯონ ჰიგინსი (შოტლანდია)
გარი უილსონი (ინგლისი) – ჯად ტრამპი (ინგლისი)