ლონდონში დასრულდა სნუკერის პროფესიული ტურის მორიგი ტურნირი – „მასტერსი“, რომლის ფინალში ერთმანეთს ალისტერ კარტერი და სტიუარტ ბინემი შეხვდნენ.
მატჩი 43 წლის ბინემის ქამბექითა და ტრიუმფით დასრულდა – 10:8. შეხვედრის მსვლელობისას ის ანგარიშით 5:7-ს აგებდა და 40 წლის კარტერს დამაჯერებლად მიჰყავდა თამაში, მაგრამ ბინემმა შეძლო გარდატეხის შეტანა და ტიტულის აღება.
ცნობისთვის, სტიუარტ ბინემი მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონია. რეიტინგში მისი საუკეთესო პოზიცია მეორე ადგილია – 2015 წლის მაისიდან 2017 წლის მარტამდე.