სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სახელმწიფო სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) შექმნა იგეგმება
სმენის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, „თბილისი გარდენ ჰოლში“ შეხვედრა გაიმართა.
საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ მიერ გამართულ შეხვედრაზე სმენდაქვეითებული ბავშვების პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა საქართველოში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების ადრეული რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო სახელმძღვანელოს შემუშავებაზე იმსჯელეს. კერძოდ, იგეგმება სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სახელმწიფო სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) შექმნა
პროექტში ფონდთან ერთად ჩართულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შპს „კინდ-სმენა“.