სლოვენიის სახელმწიფო მინისტრი - უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება
სლოვენიის სახელმწიფო მინისტრი - უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება

წლის ბოლოსთვის უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ ევროპულ საკითხებში სლოვენიის სახელმწიფო მინისტრმა, მარკო შტუცინიმ ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე განაცხადა.

როგორც მარკო შტუცინიმ აღნიშნა, რომ დღევანდელ მინისტერიალზე განიხილება ორი მთავარი საკითხი.

„ველოდები, რომ დღეს განვიხილავთ ორ მთავარ საკითხს. ერთ-ერთი არის ევროკავშირის რეფორმა და მეორე ევროკავშირის გაფართოება. ჩვენ ამას ასე ვხედავთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ უნდა მივიღოთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ერთი არის ის, რომ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ, ეხება ევროკავშირის რეფორმირებისთვის დროის ჩარჩოს განსაზღვრას, ანუ იმის განსაზღვრას, რასაც ჩვენ მომდევნო წლებში გავაკეთებთ. სწორედ ამ გადაწყვეტილებებზე და დისკუსიებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ევროკავშირი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა მარკო შტუცინიმ.