სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმები საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, გააგრძელოს ევროპული გზა, კარგი პოლიტიკური მომენტია, რათა ევროპა უფრო ძლიერი გახდეს
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმები საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, გააგრძელოს ევროპული გზა, კარგი პოლიტიკური მომენტია, რათა ევროპა უფრო ძლიერი გახდეს

კარგი პოლიტიკური მომენტია, რათა ევროპა უფრო ძლიერი და დიდი გავხადოთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით, როცა ეს ქვეყნები მზად იქნებიან, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, ის მიესალმება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირთან მიმართებით.

„მივესალმები საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომ გააგრძელოს ევროპული გზა და ასევე მივესალმები კომისიის დასკვნას ამ სამ ქვეყანასთან მიმართებაში. მინდა, აღვნიშნო, რომ დასავლეთ ბალკანეთი არ უნდა დარჩეს უკან, როგორც უკვე ვთქვი, ეს გეოპოლიტიკური საჭიროებაა. ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს 2030 წლისთვის, როცა ევროკავშირი სრულად მზად იქნება და, ასევე, ქვეყნებიც, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები, რადგან ჩემი ხედვა ასეთია, რომ ევროკავშირი ხდება ძლიერი და უფრო დიდი“, – განაცხადა ფაიონმა.