სლოვენიის პრეზიდენტი - მხარს ვუჭერ, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დაჩქარდეს, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს
სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორის განცხადებით, მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებას.
როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნულის შესახებ ბორუტ პაჰორმა ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.
„ეს უკრაინის სუვერენული უფლებაა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებაზე და ეს ევროკავშირის და ნატო-ს უფლებაა, გადაწყვიტონ რა მოიმოქმედონ ამ განაცხადებთან დაკავშირებით. ევროკავშირი გაფართოების პროცესშია და მე მხარს ვუჭერ, რომ ეს მოხდეს უფრო სწრაფად. გაფართოება უნდა გახდეს უმთავრესი გეოპოლიტიკური საკითხი. ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას და რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს“ , – განაცხადა პაჰორმა.
ასევე, როგორც უკრაინული მედია წერს, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების და მისი ამ მიმართულებით სწრაფად სვლაში, სლოვენიის პრეზიდენტი ვერ ხედავს რაიმე განსაკუთრებულს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები სხვა ქვეყნებიც არიან.