სლოვენიის პრემიერის პოსტი, რომლითაც დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავდა, „ტვიტერმა“ შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშნა
სლოვენიის პრემიერ-მინისტრის, იანეზ იანიშის პოსტი, რომლითაც ის დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავდა, „ტვიტერმა“ შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშნა.
„საკმაოდ ნათელია, რომ ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპი მომდევნო ოთხი წლითაც აირჩია“, – წერს სლოვენიის პრემიერი „ტვიტერში“.
სლოვენიის პრემიერი „ტვიტერის“ მეშვეობით დონალდ ტრამპის მხარდამჭერ განცხადებებს ხშირად აკეთებს.