სლოვენიის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ფარულ კენჭისყრაზე პრემიერის წინააღმდეგ 40-მა დეპუტატმა დააფიქსირა ხმა, თუმცა უნდობლობის გამოცხადებისთვის სულ მცირე 46 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრაში 90-მანდატიანი პარლამენტიდან, მხოლოდ 53-მა კანონმდებელმა მიიღო მონაწილეობა. მათგან პრემიერს მხარდაჭერა გამოუცხადა 7-მა წევრმა. ექვსი ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი.
იანეზ იანშას ოპოზიციური პარტია „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან არაფექტურად გამკლავებისა და კრიზისის დროს კანონის უზენაესობის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.