სლოვენიის პარლამენტმა პალესტინის აღიარებას მხარი დაუჭირა.
სლოვენიის მთავრობის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ 53 დამსწრე პარლამენტის წევრიდან 52-მა დაუჭირა მხარი.
სლოვენია გახდა გაერო-ს 147-ე წევრი, რომელმაც აღიარა პალესტინის სახელმწიფო. მანამდე, 28 მაისს ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო.