სლოვენიის დედაქალაქში ათასობით ფერმერმა საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ათასობით ფერმერმა საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
დემონსტრანტებმა აქციაზე პროტესტის ნიშნად ტრაქტორები გამოიყვანეს, რამაც დედაქალაქში საცობები გამოიწვია.
ფერმერების ძირითადი მოთხოვნა ახალი გარემოსდაცვითი წესების კორექტირებას გულისხმობს. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ქიმიკატებისა და ფიტოფარმაცევტული საშუალებების გამოყენების 50 პროცენტით შემცირების შესახებ ევროკავშირის წინადადებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნულ რეფორმას თუ დაამტკიცებენ, ქვეყანა ფერმერებს დაკარგავს.
სლოვენიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ირენა სინკო ამბობს, რომ ის აპირებს მოლაპარაკებების წარმართვას ფერმერებთან და იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმებაც მიიღწევა.