სლოვენიაში 7.5 კილომეტრზე გამართული სპრინტი ქალებს შორის ფინელმა კაისა მაკარაინენმა მოიგო | ბიატლონი
დღეს, სლოვენიურ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე, სპრინტი (7,5 კმ.) გაიმართა.
პირველი ადგილი ფინელმა ბიატლონისტმა, კაისა მაკარაინენმა მოიგო, რომელმაც ყველა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა.
მისი დრო 20:08 წუთი იყო. მეორე ადგილზე იტალიელი ბიატლონისტი დოროტეა ვირერი გავიდა, ის გამარჯვებულს 14,8 წამით ჩამორჩა, ხოლო მესამე ადგილი ფრანგმა ჟუსტინ ბრეზამ დაიკავა.
ხვალ, 9 დეკემბერს, სლოვენიაში პირველი ეტაპის დასკვნითი რბოლები გაიმართება.
რბოლა გამოდევნებით კაცებს შორის 12.5 კმ. და რბოლა გამოდევნებით ქალებს შორის – 10კმ. დისტანციაზე.