სლოვენიაში 10 კილომეტრზე გამართული გამოდევნებით რბოლა, ფინელმა კაისა მაკარაინენმა მოიგო | ბიატლონი
დღეს, სლოვენიურ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე, ქალებში 10 კილომეტრზე გამოდევნებით რბოლა გაიმართა, რომელიც ფინელმა ბიატლონისტმა, კაისა მაკარაინენმა დამაჯერებლად მოიგო. მეორე ადგილზე იტალიელი დოროტეა ვირერი გავიდა, მესამეზე კი სლოვაკი ფიალკოვა.
ამ რბოლით სლოვენიაში, მსოფლიო თასის პირველი ეტაპი დასრულდა.