სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე პოლიცია განათავსა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, სლოვენიის მთავრობა გადაწყვეტილებას პოტენციური საფრთხის პრევენციით ხსნის.
პოლიცია 14 სასაზღვრო პუნქტზეა განთავსებული, ისინი დეტალურად ამოწმებენ ქვეყანაში შემავალ ყველა პირს, რაც ადგილზე საცობებს იწვევს.
საზღვარზე პოლიცია 30 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო იტალიამაც.