სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლუბლიანაში გაემგზავრა.

„მთავარი სლოგანი ერთად მდგრადი ევროპა იქნება. ჩვენ ვეცდებით, ხელი შევუწყოთ ევროკავშირის აღგდენას. ვეცდებით, გავაძლიეროთ მისი მდგრადობა, გავლენა ვიქონიოთ ევროპის მომავალზე, გავაძლიეროთ კანონის უზენაესობა და ევროპული ღირებულებები, ასევე, ვეცდებით ევროპის სამეზობლოში გავაძლიეროთ უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სლოვენიამ ევროკავშირის თავმჯდომარეობა პორტუგალიიდან გადაიბარა. სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვის განმავლობაში იქნება.