სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. მედიის ცნობით, ბრძოლა ძირითადად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიკოს პარტიასა და პროდასავლურ ლიბერალურ პარტიას, „პროგრესულ სლოვაკეთს“ შორის მიმდინარეობს.
ხმის მიცემა რამდენიმე საათში შეწყდება. ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ კი საბოლოო მონაცემები გასაჯაროვდება.
როგორც „როიტერი“ წერს, რობერტ ფიკოს სურს, უნგრეთის მსგავსად, მეზობელ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს, რაც შესაძლოა, მისი გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდეს.
„პროგრესული სლოვაკეთის“ გამარჯვების შემთხვევაში კი მთავრობა შეინარჩუნებს ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინასადმი.