სლოვაკეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
სლოვაკეთში ათასობით ადამიანმა მთავრობისა და მის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრაციები გაიმართა დედაქალაქ ბრატისლავასა და სხვა ქალაქებში.
ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, სლოვაკეთში სექტემბრიდან „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
ქვეყანაში ამ დროისთვის სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 88 602 შემთხვევა, გარდაიცვალა 557 ინფიცირებული.
სლოვაკეთში აკრძალულია მასობრივი შეკრებები, შეზღუდულია მაღაზიებისა და რესტორნების მუშაობა. ასევე, დაკეტილია სკოლების ნაწილი.