სლოვაკეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
სლოვაკეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მთავრობა ქვეყანაში მოკლევადიანი ლოკდაუნის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე -ღამეში სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის 10 315 შემთხვევა აღირიცხა.
მთავრობის სხდომამდე თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ლოკდაუნის გამოცხადების გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს.
„თუ გვინდა, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საკითხს, მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, სხვა დანარჩენი არის პოპულიზმი“, – განაცხადა მინისტრმა.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის სლოვაკეთი ყველა დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლით მესამე ადგილზეა, ქვეყანაში აცრილია მოსახლეობის 45 პროცენტი.