სლოვაკეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 360 შემთხვევა გამოვლინდა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე სლოვაკეთში ვირუსის 7 629 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 41 ადამიანი.
ევროპის კონტინენტზე სლოვაკეთში ამ დრომდე ვირუსის ყველაზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული.