სლოვაკეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების დღიური რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 6 315 ადამიანს დაუდასტურდა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სკოლვაკეთში ვირუსის 179 543 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ვირუსით 2 138 პაციენტი გარდაიცვალა.