სლოვაკეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 20 კი, დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ავტობუსში სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს. რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე ავტობუსში რჩება. მათ გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
„როიტერის“ ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა დედაქალაქ ბრატისლავადან 80 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ნიტრას რეგიონში ავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა როგორც სააგენტო იუწყება, ინციდენტის დროს რეგიონში ძლიერი წვიმა იყო.
მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა. მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით განაცხადა, რომ კვიპროსში ოფიციალურ ვიზიტს ასრულებს და სამშობლოში ბრუნდება.