სლოვაკეთში, აპრილის შემდეგ, „კოვიდ-19“-ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
როგორც „როიტერი“ წერს, სლოვაკეთს ცენტრალურ ევროპაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 30 ივნისიდან ახალი შემთხვევების ორ ციფრიანი ზრდა აღინიშნება
„53 ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, ეს ზედმეტად მაღალი მაჩვენებელია, იმისთვის რომ მოქმედება ხალხის პასუხისმგებლობის იმედზე გავაგრძელოთ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, იგორ მატოვიჩმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, მატოვიჩს აღარ დაუზუსტებია, აღდგება თუ არა ქვეყანაში კარანტინის ზომები.
მატოვიჩისგან განსხვავებით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლირებადია.
სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის 1 851 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 1 477 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 გარდაიცვალა.