სლოვაკეთში, 10 მარტის შემდეგ პირველად „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
სლოვაკეთში, 10 მარტის შემდეგ პირველად „კოვიდ 19“-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 1 455 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის შედეგად კი, 26 ადამიანი დაიღუპა.
რამდენიმე დღის წინ, სლოვაკეთში „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. ქვეყანაში გაიხსნა მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, მუზეუმები და გალერეები.
ქვეყანაში ამ დრომდე დახურულია სკოლები და ამ ეტაპზე არ იღებენ საერთაშორისო ტურისტებს. მათთვის კი, ვინც სამშობლოში უცხო ქვეყნიდან ბრუნდება 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.