სლოვაკეთმა უკრაინას „მიგ-29“ ტიპის 13 ავიაგამანადგურებელი გადასცა
სლოვაკეთმა უკრაინას „მიგ-29“ ტიპის 13 ავიაგამანადგურებელი გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას „მიგ-29“ ტიპის 13 ავიაგამანადგურებელი გადასცა, – ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, 13-დან ოთხი თვითმფრინავი უკრაინას მარტის თვეში გადაეცა.

„ავიაგამანადგურებლების გადაცემა განხორციელდა სახმელეთო ტრანსპორტით, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით. მადლობა ამ პროცესსში ჩართულ ძალებს. ასეთ სიტუაციაში ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და რთული ლოგისტიკური ოპერაციაა“, – განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადალმა.

სლოვაკეთი ნატო-ს წევრი მეორე ქვეყნაა, რომელმაც უკრაინას ავიაგამანადგურებლები გადასცა. აპრილის დასაწყისიში ანალოგიური ნაბიჯი გადადგა პოლონეთმაც, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რამდენი თვითმფრინავი მიიღო კიევმა ვარშავისგან.