სლოვაკეთმა უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა
სლოვაკეთმა უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრანსპორტირება უზრუნველყვეს უკრაინელმა მფრინავებმა სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და უკრაინელი პერსონალის დახმარებით.
„სლოვაკეთი სწორ მხარეზეა და ამ ჟესტით ჩვენ, როგორც ქვეყანა, დიდი ასოებით შევედით თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, რომელიც საუბრობს დროულ დახმარებაზე, გულწრფელ სოლიდარობასა და ერის სიდიადეზე“, – განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა.
სლოვაკეთი დანარჩენ თვითმფრინავებს უკრაინას უახლოეს კვირებში გადასცემს. საერთო ჯამში, სლოვაკეთი უკრაინას საბჭოთა წარმოების 13 ავიაგამანადგურებელს მიაწვდის.