სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი ტომაშ ტარაბა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ მან „ბიბისის“ განუცხადა.
„საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ვფიქრობ, ის გადარჩება. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.