სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - ვვარაუდობ, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება პუტინის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით დასრულდება
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება პუტინის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით დასრულდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ფსევდორეფერენდუმები მხოლოდ საბაბია რუსეთის მიერ მომავალი პრეტენზიების „რუსეთის მიწაზე უკრაინელების თავდასხმასთან დაკავშირებით“.
„რუსი დედების შვილების გაწვევით პუტინი რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს და ვვარაუდობ, რომ ეს დასრულდება მისი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით“, – აღნიშნა იაროსლავ ნადმა.
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება, ასევე „რეფერენდუმები“ დაგმო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა და აღნიშნა, რომ ეს არის უკანონო ანექსია.