სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში გაგზავნილი სლოვაკური „მიგ 29“-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გაუმართავია, რადგან რუსმა ტექნიკოსებმა მათი დივერსია განახორციელეს
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში გაგზავნილი სლოვაკური „მიგ 29“-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გაუმართავია, რადგან რუსმა ტექნიკოსებმა მათი დივერსია განახორციელეს

უკრაინისთვის გადაცემული სლოვაკური „მიგ 29“-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გაუმართავია და არ შეუძლიათ საბრძოლო დავალების შესრულება, რადგან რუსმა ტექნიკოსებმა მათი დივერსია განახორციელეს, – ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა განაცხადა.

სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსმა ტექნიკოსებმა, რომლებიც სლოვაკეთის საჰაერო ძალების ბაზაზე გასულ წლამდე მუშაობდნენ, სამხედრო თვითმფრინავებში გაუმართავი ნაწილები დაამონტაჟეს.

„მათ შეუძლიათ ფრენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ასევე შეუძლიათ ბრძოლა. პოლიცია ჩვენს ეჭვებზე დაყრდნობით საქმეს იძიებს“, – განაცხადა იაროსლავ ნადმა სლოვაკეთის პარლამენტში.

სლოვაკეთი გასულ თვეში გახდა მეორე ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში პოლონეთის შემდეგ, რომელმაც უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცა.