სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტში მონაწილეობისთვის უკრაინაში ჩავიდნენ
ბუჩას გათავისუფლების წლისთავზე და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტში მონაწილეობისთვის უკრაინაში სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, დღეს უკრაინაში მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუსაც ელოდებიან, რომელიც ასევე მიიღებს მონაწილეობას სამიტში, სახელწოდებით „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგბელობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი უკრაინაში თავდაცვის მინისტრთან, იაროსლავ ნადემთან ერთად ჩავიდა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმა განაცხადა, რომ უკრაინას „მიგ-29“ ტიპის 13 ავიაგამანადგურებელს გადასცემს.