სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი რობერტ ფიცოზე თავდასხმის ვიდეოკადრებს ავრცელებს

სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის ვიდეოკადრებს ავრცელებს.

კადრებში ჩანს, როგორ გაჰყავთ ადგილიდან დაჭრილი პრემიერ-მინისტრი.

ასევე სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში პოლიცია მამაკაცს აკავებს.

რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეს ესროლეს. ის ჰოსპიტალიზებულია. შემთხვევა ბრატისლავასთან მთავრობის სხდომის შემდეგ მოხდა.