სლოვაკეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს
სლოვაკეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.
„სლოვაკეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს 2020 წლის 22 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.