სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სლოვაკეთი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს და უკრაინას ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაში
სლოვაკეთი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს და უკრაინას ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაში, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს ახლო პარტნიორები და აქტიურად შეაქვთ წვლილი ჩვენს უსაფრთხოებაში. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის აქტივობით შავი ზღვის რეგიონში. სლოვაკეთი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს ორივე ქვეყანას თანამშრომლობის გაღრმავებაში“, – წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.