სლოვაკეთის პრეზიდენტი უარს ამბობს გარემოს დაცვის მინისტრად წარადგინოს რუდოლფ ჰულიაკი, რომელიც კლიმატის ცვლილებებს უარყოფს
სლოვაკეთის პრეზიდენტი უარს ამბობს გარემოს დაცვის მინისტრად წარადგინოს რუდოლფ ჰულიაკი, რომელიც კლიმატის ცვლილებებს უარყოფს. როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, ჰულიაკი პოპულისტურ პარტია „სლოვენსკა ნაროდნა სტრანას“ სახელით იყრიდა კენჭს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა პარტიის წევრი არ არის.
მისი კანდიდატურა გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე არჩევნებში გამარჯვებულმა, რობერტ ფიცომ წარადგინა. ჰულიაკი უკვე წლებია, უარყოფს კლიმატის ცვლილებებს და სოციალურ ქსელებში შუღლის გაღვივებისკენ მიმართულ კომენტარებს აკეთებდა გარემოსდამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტქ+ თემის მიმართ.
„კანდიდატი, რომელიც დიდი ხანია, არ აღიარებს მეცნიერულ კონსენსუსს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და როგორც თავად ამბობს კლიმატის კრიზისი არ არსებობს, ვერ უხელმძღვანელებს დეპარტამენტს, რომლის მთავარი მიზანიც, კანონის მიხედვით, არის გარემოსა და დედამიწის კლიმატის დაცვა“, – წერს სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.
პარტია „სლოვენსკა ნაროდნა სტრანაში“ განაცხადეს, რომ კანდიდატის შეცვლას არ აპირებენ და გააფრთხილეს პრეზიდენტი არ გადაამეტოს საკუთარ უფლებამოსილებას.
სლოვაკეთში 30 სექტემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამარჯვება ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ და მისმა პარტიამ გაიმარჯვა. მან განაცხადა, რომ კოალიციას შექმნის პარტია „ჰლასთან “და „სლოვენსკა ნაროდნა სტრანასთან“ ერთად.