სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა კვირის ბოლომდე თვითიზოლაციაში იქნება. სლოვაკეთის პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთ თანამშრომელს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.
თვითიზოლაციის გამო ზუზანა ჩაპუტოვამ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან და ავსტრიის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა.
„ბიბისის“ წერს, რომ სლოვაკეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც საზღვრები ჩაკეტა და პირბადეების ტარება სავალდებულო გახადა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის 1 607 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 28 ლეტალური. სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შემზღუდველი ზომების ნაწილი გაუქმდა, საზღვრები კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე სკანდინავიის და ბალტიის რამდენიმე ქვეყნისთვის გახსნილია.