სლოვაკეთის პრეზიდენტი - რობერტ ფიცო ცდის დემოკრატიის საზღვრებს თავისი სასამართლო რეფორმითა და საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმებით
სლოვაკეთის პრეზიდენტი - რობერტ ფიცო ცდის დემოკრატიის საზღვრებს თავისი სასამართლო რეფორმითა და საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმებით

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კანონის უზენაესობის შესუსტების მცდელობისა და რუსეთთან კონტაქტების გამო გააკრიტიკა, – ამის შესახებ financial times-ი წერს.

მედიის ცნობით, ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ ფიცო „ცდის დემოკრატიის საზღვრებს“ თავისი სასამართლო რეფორმითა და საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმებით.

ასევე, სლოვაკეთის პრეზიდენტმა რობერტ ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეადარა.

„დღევანდელ სლოვაკეთს საკმაოდ ხშირად ადარებენ უნგრეთს და აშკარად ჩანს, რომ ეს მთავრობა გარკვეულ შთაგონებას უნგრეთიდან იღებს“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.