სლოვაკეთის პრემიერი - პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების მმართველობა სრულდება, უცხოური დაფინანსების მქონე ყველა ორგანიზაცია უნდა იყოს კლასიფიცირებული, როგორც უცხოური აგენტი
სლოვაკეთში პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების მმართველობა დღეს სრულდება, – ამის შესახებ ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს კლასიფიცირებული, როგორც უცხოური აგენტი.
სლოვაკეთის ახალი მთავრობა გეგმავს, გაამკაცროს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირება.
ახალმა პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „სმერის“ ხელმძღვანელობით საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ იქნება საგარეო ინტერესების რუპორი და სლოვაკეთის მიზნების შესაბამისად იმოქმედებს.